რჩევები ლეკვების შესახებ

ლეკვის აყვანა სიყვარულით სავსე გადაწყვეტილებაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თავის თავში მრავალწლიან პასუხისმგებლობას მოიცავს. ოჯახის ახალი ლეკვით გაფართოება უზომოდ სასიხარულო მომენტია და ამავდროულად პასუხისმგებლობით აღსავსე. ამ დროს ბევრი ეჭვი ჩნდება. მითუმეტეს თუ ეს ლეკვის აყვანის პირველი გამოცდილებაა. საჭიროა ლეკვისთვის შესაფერისი და უსაფრთხო გარემოს მომზადება, სადაც ის თავისუფლად შეძლებს ახალ გარემოსთან შეჩვევას. თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ მისი მომავლის სხვა ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ჯანმრთელობა, კვება და წვრთნა. ამაში ცოტა ცნობისმოყვარეობაც დაგეხმარებათ.

პირველი შეხვედრა
 
ლეკვისთვის ყველაფერი ახალი იქნება: გარემო, სუნი, ხმები და გარშემო მყოფი ადამიანები. სწორედ ამიტომ ახალი სახლის პირველი ეფექტი მშვიდი და დამარწმუნებელი უნდა იყოს. ლეკვს თავიდან ორიენტაცია გაუჭირდება, მაგრამ ნელ-ნელა შეისწავლის ახალ გარემოს. საჭიროა ჰქონდეს ისეთი ადგილი, სადაც იქნება წყნარად და დაცულად. აუცილებელია, რომ ლეკვისთვის გამოყოფილი სივრცე არასდროს გამოიყენოთ მის დასასჯელად და პირიქით, ეს გარემო სასიამოვნო დასვენებასთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამიტომ, მოერიდეთ დასჯის შემდგომ მის ამ სივრცეში გაგზავნას. ლეკვმა თავი ნაკლებად მარტოდ რომ იგრძნოს, მის სივრცეში შეგვიძლია ჩვენი სურნელის მქონე რაიმე ნაჭერი დავუტოვოთ. პირველი ღამე ძალიან მნიშვნელოვანი და რთულია, რადგან პატარას თავიდან ახალ სახლთან შეგუება გაუჭირდება. ჩვენი საქმეა დავუყვავოთ, დავარწმუნოთ და თავი უსაფრთხოდ ვაგრძნობინოთ. ნუ დააძინებთ ლეკვს ცარიელ იატაკზე, რადგან ცარიელი იატაკი მისთვის ძალიან ცივია. მშვიდად მოსვენებისთვის შეგიძლიათ ლეკვთან ახლოს საათი დადგათ. სრული სიჩუმე ლეკვისთვის შესაძლოა დამთრგუნველი აღმოჩნდეს და ისრების წიკწიკი მას კომპანიას გაუწევს, თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.

როგორ დავამყაროთ ლეკვთან კავშირი
 
პატარა ლეკვს ჩვენი სრული ყურადღება დასჭირდება. ასეთ დროს უნდა იყოთ მომთმენი. მშვიდად და თანამიმდევრულად უნდა ასწავლოთ სახლში მოქცევის წესები. გთავაზობთ რამდენიმე საჭირო რჩევას. პირველ რიგში, მოიკრიბეთ მოთმინება და დარწმუნდით, რომ ლეკვს ეტაპობრივად ესმის დადგენილი წესები: არ მოისაქმოს სახლში, არ დაღრღნას და დაგლიჯოს გარშემო ყველაფერი. მათთვის ეს გარემოს შესწავლის გზაა, თუმცა საბედნიეროდ ზრდასთან ერთად ამ ქმედებებს ნელნელა გადაეჩვევიან.
 
თავიდანვე (მოსვლიდან 2-3 დღის განმავლობაში) განსაზღვრეთ სად იცხოვრებს ძაღლი, რა ტერიტორიებთან ექნება წვდომა, სად და როდის შეჭამს და ღამე სად დაიძინებს. ეს წესები მისთვის ჩვევად უნდა იქცეს და არა ვალდებულებად. 
 

როგორ მოვიქცეთ ლეკვთან
 
საჭიროა ლეკვი გვყავდეს ისეთ გარემოში, სადაც რამის გაფუჭებას ვერ მოახერხებს. ეცადეთ მოარიდოთ ყველაფერი, რისი გატეხვა ან დაზიანებაც შეუძლია. მოამარაგეთ ისეთი ნივთებით და თამაშებით, რომლებითაც უსაფრთხოდ დაიკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას.
 
პატარა ლეკვს ზრდასრულ ძაღლზე ბევრად მეტი ენერგია აქვს. მათი ფსიქოლოგიური საჭიროებებიც განსხვავებულია. სწორედ ამიტომ ლეკვის ცხოვრების საწყის ეტაპზე საჭიროა უფრო დიდი დოზებით გარეთ გასეირნება, სხვა ლეკვებთან და დიდ ძაღლებთან თამაში და სოციალიზაცია.
 
პირველი რამდენიმე თვე სჯობს ლეკვი საბელის გარეშე არ დატოვოთ. პატარა ლეკვები გარშემო არსებულ ყველანაირ ხმას შეჩვეულები არ არიან, ამიტომაც აშვებული ლეკვი შესაძლოა მარტივად დაფრთხეს და ჰქონდეს რეაქცია, რომელსაც ვერ გავაკონტროლებთ (მაგალითად, ქუჩაში გაქცევა).
 

ჯანმრთელობის მოფრთხილება
 
საჭიროა ლეკვმა გაიაროს კანონით განსაზღვრული აცრები და ჩაუდგათ მიკროჩიპი. ასევე არ იქნება ურიგო, თუ ყელსაბამზე დაკიდებთ იარლიყს, რომელზეც ეწერება მისი ნომერი და თქვენი ტელეფონის ნომერი. გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს მპოვნელი შეძლებს ამ ინფორმაციის გამოყენებას.
 

სწორი კვება
 
ლეკვს აჭამეთ დღეში სამჯერ (დილით, შუადღით და საღამოს). ასევე, სჯობს ლეკვი კვების მერე მაშინვე არ გაასეირნოთ, რადგან ამით შესაძლოა მომნელებელი სისტემის პრობლემები წარმოიქმნას. სჯობს რამდენიმე საათი მოიცადოთ. სცადეთ N&D-ის ხაზი, თქვენი ლეკვის საჭიროებებზე მორგებული საკვები. 


 
> N&D გოგრა, მინი ჯიშის ლეკვებისთვის
> N&D გოგრა, საშუალო და დიდი ზომის ლეკვებისთვის
> N&D მონათესავე მარცვლეული, მინი ჯიშის ლეკვებისთვის
> N&D მონათესავე მარცვლეული, საშუალო და დიდი ჯიშის ლეკვებისთვის
> N&D ოკეანე, მინი ჯიშის ლეკვებისთვის
> N&D ოკეანე, საშუალო და დიდი ჯიშის ლეკვებისთვის